პარიზში არსებობს ასეთი სავაჭრო ცენტრი La fayette ქვია.ვინც აქ ყოფილა, აუცილებლად ეცოდინება.ვინც არა და გაგაცნობთ.
გრანდიოზული რამეა.თითქმის კულტურული მნიშვნელობის,უძველესი შენობა.ორსაუკუნოვანი.პირდაპირი გაგებით გრანდიოზული.ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზიაა შიგ.არაცნობილიც.რამდენიმე სართულია.არასოდეს მომდის აზრად,სართულების თვლა.ამიტომ,არ ვიცი რამდენსართულიანია.ალბათ არც საკუთარისას დავითვლიდი,იქ რომ არ ვცხოვრობდე.რა მნიშვნელობა აქვს.როცა გჭირდება მიდიხარ.დაამთავრებ და მოდიხარ.უამრავი ესკალატორი და შესახვევ- შემოსახვევია.ვერ გეტყვით რამდენჯერ ვყოფილვარ შიგ,მაგრამ ვერც იმას, სად რა მაღაზია და რისი განყოფილებაა.გამორიცხულია.მე ვიცნობ ადამიანებს,ოჯახშიც მყავს ასეთები.სად რა მაღაზია კი არა,რომელ დახლზე რა დევს და რა ფასიანი,იმას რომ გეტყვიან.იქვეა პარიზის ოპერა.Saint lazare_ის მოედანი და მეტრო.La fayette_ში რომ შეხვალ,თავიდან არაფრით არ უნდა აიხედო მაღლა.წინ უნდა იარო და იარო ბევრი.უკვე კარგად ცენტრში რომ მიხვალ შენობის,უცებ უნდა აღაპყრო თვალები ზევით.შეიძლება ენა წაგერთვას.ისეთი სილამაზეა.ან თუ არ წაგერთმევა,აგებორკლება მაინც.შოკისმომგვრელია.გამაოგნებელია.ფერთა განუსაზღვრელობა და სიხალვათეა.მართლა გამაშტერებლად ლამაზი რამეა.არანაირი სისადავე.ჯოჯოხეთური პომპეზურობა და გულისრევამდე სიმდიდრე.აქ ნახავთ შეიხებს თავისი ჰარამხანით.ჰოლივუდის ვარსკვლავებს.ცნობილ დიზაინერებს და ტოპ-მოდელებს.თითქმის ყოველ დღე.ნახავთ ბურჟუა ფრანგებს და უსახლკარო ემიგრანტებს.ათასი ჯურის ტურისტებს.მილიონერ იაპონელებს და ჩინელებს.ჩემნაირ გაღლეტილ ანარქისტებსა და მიზანდასახულ ფინანსისტებს.შუბლზე ყველას არ აწერია,რას წარმოადგენს.ვისაც აწერია მკაფიოდ,ან მკრთალად.გაწაფულად კითხვა უნდა იცოდე.
მართლა არ ვიცი La fayette_ში რატომ შევდივარ.მუდმივად ჯიბეცარიელი.ფაქტია,რამდენი აქეთ მოვხვდები,შევდივარ და დავაბოტებ.მივალ სუნამოებთან,ჩემს რჩეულ პარფიუმს შევისხამ.გამიდველები სიხარულით მიღებენ და მაცილებენ.საითაც გაუხვევ ყველა გეგებება.გეკითხება,დახმარება ხომ არ გინდა,საჩუქრის შერჩევას ხომ არ აპირებ.რა ფასიან საქონელს ათვალიერებ.ვუღიმი ყველას და ვპასუხობ_არა,ისე ვარ.მადლობა.არაფერი მინდა.დრო გამყავს.მომწონს თქვენთან მოსვლა.მერე ამით მათ აბედნიერებ. ლაღად და ბედნიერად ემშვიდობები.ათვალიერებ ხალხს.ათასნაირი მარკის პარკებით და შეფუთული ნაყიდობებით.ერთ დღეს, შეიძლება შენ გაზიდო La fayette_დან სამი ამდენი.მას პურის ფულიც აღარ ქონდეს.ოდესმე შეიძლება ამ ცენტრის ადგილას,ცაში მფრინავი მანქანების სადგური გაჩნდეს.პარიზს გადაერქვას სახელი და გახდეს მარიზი.ყველაფერი შეიძლება მოხდეს.სულ ყველაფერი.ნებისმიერ წამს.ყველაფერი შეიძლება გახდეს სულერთი,ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.გამოვდივარ ცენტრიდან და ვუყურებ ბომჟებს.მათხოვრებს.მდიდრებს.ხალისიანებს.ვფიქრობ,მთვარია ახლანდელი ჩვენი თავებისა და ემოციების ხვალამდე რაღაცნაირად მიგორება.უცვლელად და მტკიცედ.ჩვენი სურვილების მოფრთხილება და დაბინავება.ხვალ რა იქნება არავინ იცის.საერთოდ არავინ.არც ღმერთმა.მასაც ეცვლება აზრები.
სულერთია რა იყო გუშინ.იმის წინ.!
ხვალეზე არავინ აგებს პასუხს!
აწმყოა ჩვენი ყველაზე დიდი სიმართლე.
ჩვენი თავი იქ.