კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი და აფთარი დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.
“ვმუშაობთ აქტიურად როგორც დასუფთავების კუთხით ასევე ვატარებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. მთელ ქალაქში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ბევრი ზარი შემოდის და ყველაზე ვახდენთ რეაგირებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს სიფხიზლისკენ. უკვე ვგეგმავთ, რომ პროცესში მონადირეები ჩავრთოთ იმედია ეს ღონისძიებები მალე დროულ შედეგს გამოიღებს,”-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.