პროგნოზის გაკეთება, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ შეიძლება, არ არის საჭირო დამატებითი მკაცრი ზომები, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ ქალბატონთან, რომელიც ბანკის კონტაქტიდან მომდინარეობს, მის ოჯახში მეუღლესთან და შვილთან დაფიქსირდა კორონავირუსის ფაქტი.

„ოჯახიდან გადაყვანილი არიან საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვი. მათ ჩაუტარდებათ ანალიზები და იქნება შესაბამისი პასუხი. სიცხე აქვს მეუღლეს როგორც ვიცი. შვილებს არ აქვთ სიცხე, მაგრამ მაინც გადაყვანილი არიან. გუშინ ამ კონტაქტების 90%, სადაც შესაძლო რისკები შეიძლება ყოფილიყო, შესწავლილია და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები, მათ შორის იყო „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა ოჯახიდან, „მაგთის“ ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინო სივრცეში. დღეს ჩვენ კარანტინში გვაქვს 50-60 ადამიანის მიღების შესაძლებლობა. პოლიციას აქვს მითითებები მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს და გარე კონტაქტებიდან გვაქვს მოკვლევა ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდათ კონტაქტი. ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი არ არის, არ არის საჭირო დამატებითი მკაცრი ზომები. თერმოსკრინიგი გამკაცრდება და სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება იმ სივრცეების, სადაც ამ ფაქტიდან გამომდინარე გვაქვს საჭიროება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.