ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება. საქართველოს ექს-პრეზიდენტ ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის გადაცემა გააზიარა სათაურით – “ბრავო”.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
მიშა სააკაშვილმა თავის “ფბ”-კდელზე
გიორგი თარგამაძის მონოლოგი გააზიარა
და “ბრავო!” – მიაწერა…
თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელსვე –
შალვა ნათელაშვილთან და
გიორგი თარგამაძესთან
არასოდეს ვითანამშრომლებ, რადგან
ზუსტად ვიცი სააკაშვილის აგენტები და
კეზერაშვილის ვირთხები არიანო…
ყოფილა მართალი ხო?
ფაქტია უკვე – პატარკაციშვილი მთლიანად
აგენტების გარემოცვაში იყო –
ინგა გრიგოლია, ელისო კილაძე,
ვალერი გელბახიანი, გიორგი თარგამაძე…
ძალიან კეთილი და გულუბრყვილო იყო ბადრი!
მაგან დაღუპა სწორედ… საწყალი… – წერს ბაკურ სვანიძე