საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუცმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო.”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.