სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ დაუპირისპირდა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთ-ერთმა მოქალაქემ მამუკა ხაზარაძის ტრიბუნასთან ასვლა გააპროტესტა. მან ხაზარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილე აცხადებდა, რომ მას ხალხის სახელით საუბრის უფლება არ აქვს, რადგან მან უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.
ინციდენტი სამართალდამცველებმა აღკვეთეს და მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ლევან მჭედლიშვილი ავრცელებს და წერს: – “მევახშე მამუკა ხაზარაძეს ლელო დაუდეს !!!”
ინცინდენტი გასულ ღამეს მოხდა.
https://www.facebook.com/levan.mchedlishvili.9/videos/2764061363646658/
💰მევახშე მამუკა ხაზარაძეს ლელო(👊) დაუდეს !!! 👌 ❤⬇
Posted by ლევან მჭედლიშვილი on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019