“ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეებს ოპონენტების მხრიდან” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მინდა „ქართული ოცნების სახელით გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. პირველი მინდა შევეხო წყალტუბოს თემას, მოგეხსენებათ უპრეცედენტო ინიციატივა იქნა გახმოვანებული ჩვენი პარტიის ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეებს ოპონენტების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგონარი. ეს არის ინიციატივა – პროექტი, რომელსაც არა თუ არანაირი ხინჯი არა აქვს, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს აღორძინებას, უპრეცენდენტო აღორძინებას და ითვალისწინებს წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის, უმაღლესი სტანდარტების კურორტად. აქაც კი შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები, რომ მოეძებნათ გარკვეული „არგუმენტები“ იმისათვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე და პირიქით წყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება, რაც არის სიცრუეზე აგებული და ჩვენ ვიცით ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არის განწირული რა თქმა უნდა, მხილებისთვის და არის განწირული წარუმატებლობისთვის, ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არა აქვს არც სამშობლო და არც ღმერთის არა სწამს. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.