16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო
პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი
რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე
სკოლაში განხორციელდა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს
მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-
მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში,
გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე
ანაზღაურდება.
აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის
საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.