ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის განცხადებას კომპანიის “ფეისბუქ” გვერდზე “მთავრი არხის” პოსტების გაზიარებაზე არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე გამოეხმაურა:
“ტყუილია 1 -” რუსთავი 2″ ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა “ლაივი” გავუშვი პირადად მე – პასუხი არც ერთი.
ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც “სმს”, არც წერილი , არც “მეილი”. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.
“უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს…”, – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -მა გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიის “ფეისბუქ” გვერდს უკანონოდ იყენებენ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩნდება პოსტები, რომლებსაც “მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს”. მათი თქმით, არაესრთხელ მოთხოვნის მიუხედავად, მელაძისგან გვერდზე ადმინისტრატორის უფლებები ვერ დაიბრუნეს. რუსთავი 2 საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ნოდარ მელაძეს უპასუხისმგებლო ქმედებაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქმედება, შესაძლოა, კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
“უკვე რამდენიმე დღეა “რუსთავი2”-ის “Facebook” გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს. “რუსთავი2″-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს”, – ნათქვამია “რუსთავი 2”-ის განცხადებაში.