ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეებზე, რომლებთანაც მისი გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და მე არ ვთვლი, რომ ჩემგან საჭიროა ამ ერთმნიშვნელოვან შეფასებაზე რამის დამატება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავით კეზერაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს შეფასებები რაიმეს დამატებას არ საჭიროებს.
შეგახსენებთ, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.