ნიკა მელია მის შესაძლო დაკავებაზე კომენტარს აკეთებს

პარლამენტის წევრი, ნიკა მელია ამბობს, რომ თუ დააკავებენ, მისთვის ეს იქნება პატივი, რადგან ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თუმცა დასძენს, რომ გული სწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოარტყამს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, სადაც გამარჯვება იქნება გარდაუვალი.