

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობი წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
”არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის დაკავებულმა წევრმა, დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. კირკიტაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.