

თბილისში, თავისუფლების მოედანზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომელიც “რუსთავი2”-მა გაავრცელა. კადრში ჩანს, რომ ბავშვო მოულოდნელად გადარბის გზაზე, რა დროსაც ავტობუსს გადაურბენს და შემდეგ მანქანა ეჯახება. მოზარდი მსუბუქი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.