

თავდაცვის მინისტრი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ლევან იზორიას განცხადებით ეს გამორიცხულია და ის თანამდებობაზე რჩება.
“გამორიცხულია, მომავალ წელს გვექნება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება და რაც ხაზგასმით მინდა ვთქვა, პირველად ჩვენ ისტორიაში, ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი იქნება უშუალოდ ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ამ წვრთნებისა, რაც არის მნიშვნელოვანი აღიარება” – განაცხადა ლევან იზორიმ.