კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარი იქნება

მთავრობის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება. კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება- 25 ათასი ლარი იქნება. ცვლილებები “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომლითაც დგინდება აღნიშნული საქმიანობებისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა. კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის … ვრცლად კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარი იქნება