ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს ბრძოლა გაუმართა და დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.
პიარმენეჯერი მეკო აბრამია ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის დროს დამიკავშირდა, დაფინანსებას ითხოვდა… რომელიღაც ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა. რამდენი არ ვეცადეთ მაგრამ ამ კომპანიამ არ დააფინანსა. დარწმუნებული ვარ, ახლა ამ კომპანიის მფლობელი ზის და უყურებს მის წარმატებას. მიხსენებს მეც და ნიკოლოზსაც ხოდა მინდა ვუთხრა რომ ეგ სინანული ახლა გვიანია!
Nikoloz Basilashvili ბრავო!“, – წერს მოქალაქე.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, – ამის შესახებ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა.
„ზედიზედ ორი ძალიან რთული თამაში მქონდა. დასაწყისში დიდი შანსები მქონდა, მაგრამ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის იმსახურებს შექებას. ძალიან ძლიერად ურტყამდა ბურთს. ბოლოს ჩემი თამაშის დონე გავაუმჯობესე, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა.
[sg_popup id=”188034″ event=”onLoad”][/sg_popup]