თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება, სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს … ვრცლად თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს