

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კარგი პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი.
„ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.