მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. სააკაშვილის განცხადებით, პოლონეთის შს სამინისტროში მას ჰკითხეს, აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი. „მე მათ ვუპასუხე, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის ამბები იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება – ბესელია