
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული გუნდი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას აღნიშნული პარტიის ბაზაზე გააგრძელებენ.
გიგი უგულავა ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს. შესაბამისი განცხადება უგულავამ დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა:
„თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა, მე პირადად მხარს დავით ბაქრაძეს ვუჭერ“, – განაცხადა უგულავამ.