მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81153
Export date: Sat Jul 22 20:38:13 2017 / +0000 GMT

საქართველოში მედია დაჯილდოვება "ოქროს კალამი 2017" გაიმართება




სტუდენტური მედია დაჯილდოვება ,,ოქროს კალამი 2017“  პირველად გაიმართება 2017 წლის მარტში და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. დაჯილდოება განსხვავებულია სხვა დაჯილდოებებისგან გამარჯვებულების გამოვლენის მეთოდით, ასევე კონკურსის მიზნებითა და ამოცანებით. ფინალურ ღონისძიებას დაესწრება ხუთასამდე სტუმარი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

დაჯილდოვებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი მედია საშუალებები:

  • ბეჭდური მედია

  • სოციალური მედია

  • სატელევიზიო მედია

  • რადიო


დაჯილდოვების მიზანი

დაჯილდოების მიზანია მედია საშუალებების წახალისება სხვადასხვა ნომინაციებით და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების წახალისება, მათთვის დასაქმების ხელშეწყობით.  ღონისძიება საშუალებას მისცემს მომავალ ჟურნალისტებს პირადად გაიცნონ მათთვის საინტერესო მედია საშუალებების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ კომუნიკაციას და დასაქმებას.

დაჯილდოვების მეთოდი:

  • სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენენ უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები კითხვარების შევსების შედეგად.

Post date: 2017-01-12 00:16:26
Post date GMT: 2017-01-11 20:16:26

Post modified date: 2017-01-12 00:16:26
Post modified date GMT: 2017-01-11 20:16:26

Export date: Sat Jul 22 20:38:13 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com