მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81112
Export date: Sat Jul 22 20:37:46 2017 / +0000 GMT

"გიგა ბოკერიამ ჩაიდინა ყოვლად წარმოუდგენელი ქმედებები"- ნიკა მელია




"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას განცხადებით, გიგა ბოკერიას რომ ბერკეტი ჰქონდეს მას ციხეში ჩასვამდა. ამის შესახებ მელიამ გაზეთ "რეზონანსი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში წააგო და დარწმუნდა, რომ პარტიის მართვას ვეღარ შეძლებდა, დაიწყო დაკარგული ძალაუფლების არშეგუების პოლიტიკა.

იციან, რომ 7 ათასი დელეგატით ყრილობაზე მათ მიერ დაყენებული ყველა საკითხი ჩავარდება, ამიტომ მიიღეს იძულებითი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. ახლა შესაბამის მომენტს ეძებენ, რომ კარები ხმაურით გამოხურონ.

ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწყეს უბრალოდ მავნებლობა, ცენტალური ოფისიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი და ასევე საპარლამენტო სიიდან ამოწერეს ყველას ის აქტიური წევრი, ვინც გიგა ბოკერის მხარს არ უჭერდა. ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეობოდან ჩემი გადაყენებაც სურდა, რადგან მას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.

ერთი სიტყვით, გიგა ბოკერიამ ჩაიდინა ყოვლად წარმოუდგენელი ქმედებები. ეს არის სწორედ ის, რაც საზოგადოებას არ მოსწონდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. მას სახელისუფლებო ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომკეტავდა."- აცხადებს ნიკა მელია.
Post date: 2017-01-11 20:46:48
Post date GMT: 2017-01-11 16:46:48

Post modified date: 2017-01-11 20:58:52
Post modified date GMT: 2017-01-11 16:58:52

Export date: Sat Jul 22 20:37:46 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com