This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sat May 27 2:17:35 2017 / +0000 GMT

იუსტიციის სამინისტრო ვაკანსიას აცხადებს




საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. დაინტერესებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი, 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და იყოს პროფესიით იურისტი.

დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებია:

• ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოების/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება; ევროკავშირის სამართლის წყაროებისა (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები და სხვა) და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი;

• სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;

• ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;

• ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება და დანერგვა და სხვა.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/41104

 

 


Post date: 2017-01-11 20:22:11
Post date GMT: 2017-01-11 16:22:11
Post modified date: 2017-01-11 20:22:11
Post modified date GMT: 2017-01-11 16:22:11

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com