This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sat May 27 2:15:25 2017 / +0000 GMT

''სააკაშვილი ხან გვირაბს თხრიდა, ხან მოცურავდა და ამ მეთოდებით მიიღო ხმები „ნაციონალურმა მოძრაობამ“




„მელია სააკაშვილის აქტიურ მომხრედ მოგვევლინა. ამიტომ მისი ფრაქციის საქმიანობა ისეთივე რადიკალური იქნება, როგორ განცხადებებსაც აკეთებდა სააკაშვილი წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა „ახალი თაობასთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია კონსერვატორების ლიდერმა გიგა ბუკიამ.

“ნებისმიერ შემთხვევაში, მელია ეცდება, მიიპყროს სააკაშვილის მომხრეების ყურადღება. „ნაც.მოძრაობის“ ეს ნაწილი შეეცდება, შთაუნერგოს მომხრეებს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება. ცხადია, სააკაშვილი ამას ვერ შეძლებს არჩევნების გზით. მას საამისოდ აპრობირებული გზები აქვს შემუშავებული.

ეს ადამიანები დანერგავენ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიბრუნებს ძალაუფლებას. ეს არარეალურია. არჩევნების წინ სააკაშვილმა დიდი ძალისხმევით მოახდინა თავისი მომხრეების მობილიზება. ის ამ მიზნით ხან გვირაბს თხრიდა და ხან მოცურავდა. ამ მეთოდებით ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმები. სააკაშვილს უნდა, რომ არ გაქრეს პოლიტიკური სცენიდან. უკრაინაში მან სრული ფიასკო განიცადა. იქ მას მომხრეები არ ჰყავს. სააკაშვილის მიზანია, არ გაქრეს საქართველოს პოლიტიკიდან”, - აცხადებს გიგა ბუკია.

 

 

 


Post date: 2017-01-11 18:41:32
Post date GMT: 2017-01-11 14:41:32
Post modified date: 2017-01-11 18:41:32
Post modified date GMT: 2017-01-11 14:41:32

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com