მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81065
Export date: Sat Feb 25 0:18:18 2017 / +0000 GMT

მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო, რადგან... - გიგა ბუკია




 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას საქართველოში ჩამოსვლისა და 20 იანვარს „ნაც.მოძრაობის“ ყრილობაზე დასწრების უფლებას მისცეს, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ეხმაურება:
“ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო. მისი პრეზიდენტობისას ყველა სტრუქტურა და ორგანო მისი ნებით და მითითებით მოქმედებდა. პიროვნების ჩამოსვლა, გათავისუფლება, თუ დასჯა მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ დღესაც ასეა და მისი საქართველოში ჩამოსვლა რომელიმე ერთი ადამიანის მითითებით მოხდება. ამით მოხდა მისი თვითლუსტრირება.

მიხეილ სააკაშვილი ძებნილია. სამართლებრივი საქმეები პროკურატურისა და სასამართლოს სფეროებს მიეკუთვნება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას. ჩვენ ვახორციელებთ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას. ეს იმისთვის ხდება, რომ ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი არ წყვეტდეს სამართლებრივ საკითხებს.
საზოგადოებას ახსოვს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როცა ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა და სასამართლოსაც ის აძლევდა დავალებებს. ხალხსაც უჭირს იმის დაჯერება, რომ სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს”, - აცხადებს ბუკია.

 

http://marshalpress.ge/archives/81062

 

 
Post date: 2017-01-11 17:37:06
Post date GMT: 2017-01-11 13:37:06

Post modified date: 2017-01-11 17:39:27
Post modified date GMT: 2017-01-11 13:39:27

Export date: Sat Feb 25 0:18:18 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com