მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81062
Export date: Sun Mar 26 13:05:47 2017 / +0000 GMT

რაც შეეხება სხვა მატერიალურ ქონებას... - გიგი წერეთელი 13 იანვარს ფრაქციის სხდომაზე




 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ 13 იანვარს ფრაქციის სხდომაზე მოხდება მსჯელობა როგორც ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლაზე, ასევე ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლაზე:

 

„ახლა ხდება ფუნდამენტური ცვლილებები პარტიაში. სასურველი ერთობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამიტომ ბუნებრივად იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები, მათ შორის 13 იანვარს იქნება ფრაქციის სხდომა, სადაც იქნება მსჯელობა რა მოხდება, როგორ გააგრძელბს მუშაობას ფრაქცია, სახელწოდება, თავმჯდომარე და ა.შ. ყველაფერი უნდა მოხდეს წესით და კანონით. ბლოკში შედიოდა ორი პარტია და ფინანსების საკითხში კანონის შესაბამისად, ამ ორ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსება და ალბათ ასეც მოხდება გაყოფა, ისე როგორც წესია. რაც შეეხება სხვა მატერიალურ ქონებას, წარმოუდგენელია ამაზე გაიმართოს რაიმე დავები, სასამართლოები და სხვა. ამის სურვილი არ მგონია ვინმეს ქონდეს. ამიტომ ეს საკითხიც მგონია, რომ გადაწყდება რაღაც შეთანხმებით. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დამატებითი უთანხმოების საგანი გახდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

Post date: 2017-01-11 17:11:26
Post date GMT: 2017-01-11 13:11:26

Post modified date: 2017-01-11 17:11:26
Post modified date GMT: 2017-01-11 13:11:26

Export date: Sun Mar 26 13:05:47 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com