This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sun May 28 10:29:42 2017 / +0000 GMT

თუ ვინმეს ეს უნდა, მაშინ უგულავა ციხეში უნდა დაეტოვებინათ… - გიგა ბუკია




 

საუბარს იმის შესახებ რომ გიგი უგულავას გამოშვებაში წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ეხმაურება:

„სასამართლოს საქმეში ჩარევა და გიგი უგულავას გამოშვება ბიძინა ივანიშვილს არაფერში სჭირდება. არჩევნებიც ჩავლილია. წინასაარჩევნო პერიოდი რომ იყოს, შეიძლებოდა ეს ვინმეს პოლიტიკურ ჟესტად მოენათლა”, - აღნიშნა ბუკიამ.

ასევე გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ გიგი უგულავასაგან ოპოზიციონერი ლიდერის შექმნა სურთ, ბუკია აცხადებს, რომ თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, მაშინ ციხეში უნდა დაეტოვებინათ, რადგან საპატიმროში ყოფნა პოლიტიკურ ლიდერს ყოველთვის მომგებიან პოზიციაში ამყოფებს.

„თუ ვინმეს ეს უნდა, მაშინ ის ციხეში უნდა დაეტოვებინათ. საპატიმროში ყოფნა პოლიტიკურ ლიდერს ყოველთვის მომგებიან პოზიციაში ამყოფებს. ეს ლიდერს ქულებს მატებს. უგულავას ლიდერობა რატომ უნდა შედიოდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში? სასამართლომ ის თავის დროზე დააპატიმრა კონკრეტული დანაშაულის გამო. დღეს სასამართლომ მას სასჯელი შეუმცირა”, - განაცხადა გიგა ბუკიამ.

წყარო: „ახალი თაობა“

 

 

 


Post date: 2017-01-11 17:00:14
Post date GMT: 2017-01-11 13:00:14
Post modified date: 2017-01-11 17:00:14
Post modified date GMT: 2017-01-11 13:00:14

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com