მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81053
Export date: Sat Jul 22 20:37:09 2017 / +0000 GMT

ლეჟავას მსგავსი ტიპები რომელ მხარეს იქნებიან, ამას მნიშვნელობა აქვს? - დამნაშავე დამნაშავეა! - ლორთქიფანიძე




„თითოეული ცდილობს, რომ ის ნიშა, რომელიც აქვს „ნაც.მოძრაობას“, მას დარჩეს. ახლა არის ლიდერის გამოჩენის მცდელობა”, - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიში.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. მას აღარ აქვს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის კანონიერი უფლება, ამიტომ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ ამ ძალაზე აღმოცენებული ოპოზიციური ძალის ლიდერები. მათ უნდათ სიკეთეები, ბიუჯეტიდან დაფინანსება და სხვ. ამას სასიკეთო საქმეებისთვის რომ არ აკეთებენ, უდავოა. იქიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში რაც გააკეთეს, ორივე ნაწილი ძალიან დაზიანებულია.
გიგა ბოკერია იქნება თუ სხვა, გაკეთილშობილებას რომ ვერ მოახერხებენ, ფაქტია. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებში არის პაატა ლეჟავა, რომელიც ვანის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ნაცებიდან“, ჩართული იყო 26 მაისის აქციის დარბევისას ჯალათურად მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახის შანტაჟსა და ტერორში. ოჯახმა ამასთან დაკავშირებით მოკრძალებულად გააკეთა რეაქცია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სულიკო ასათიანის მეუღლემ ამის თაობაზე პროკურატურას ჩვენება მისცა. ამიტომ ლეჟავას მსგავსი ტიპები რომელ მხარეს იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? დამნაშავე დამნაშავეა”, - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.

 

http://marshalpress.ge/archives/81026

Post date: 2017-01-11 15:59:01
Post date GMT: 2017-01-11 11:59:01

Post modified date: 2017-01-11 15:59:01
Post modified date GMT: 2017-01-11 11:59:01

Export date: Sat Jul 22 20:37:09 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com