
„თითოეული ცდილობს, რომ ის ნიშა, რომელიც აქვს „ნაც.მოძრაობას“, მას დარჩეს. ახლა არის ლიდერის გამოჩენის მცდელობა”, – აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიში.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. მას აღარ აქვს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის კანონიერი უფლება, ამიტომ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ ამ ძალაზე აღმოცენებული ოპოზიციური ძალის ლიდერები. მათ უნდათ სიკეთეები, ბიუჯეტიდან დაფინანსება და სხვ. ამას სასიკეთო საქმეებისთვის რომ არ აკეთებენ, უდავოა. იქიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში რაც გააკეთეს, ორივე ნაწილი ძალიან დაზიანებულია.
გიგა ბოკერია იქნება თუ სხვა, გაკეთილშობილებას რომ ვერ მოახერხებენ, ფაქტია. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებში არის პაატა ლეჟავა, რომელიც ვანის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ნაცებიდან“, ჩართული იყო 26 მაისის აქციის დარბევისას ჯალათურად მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახის შანტაჟსა და ტერორში. ოჯახმა ამასთან დაკავშირებით მოკრძალებულად გააკეთა რეაქცია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სულიკო ასათიანის მეუღლემ ამის თაობაზე პროკურატურას ჩვენება მისცა. ამიტომ ლეჟავას მსგავსი ტიპები რომელ მხარეს იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? დამნაშავე დამნაშავეა”, – განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.
სააკაშვილს ღამით კაბინეტში დაადგებოდნენ და… – ბურჯანაძის განცხადება