This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sun May 28 10:30:27 2017 / +0000 GMT

შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში არსებული სიტუაცია - ზურაბიშვილი




 

"მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება", - წერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე:

 

"მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია.

აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

http://marshalpress.ge/archives/80965

 

 


Post date: 2017-01-11 15:30:44
Post date GMT: 2017-01-11 11:30:44
Post modified date: 2017-01-11 15:30:44
Post modified date GMT: 2017-01-11 11:30:44

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com