მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81044
Export date: Mon Apr 24 3:32:13 2017 / +0000 GMT

''სააკაშვილსა და უგულავას შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა''




 

''მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა” , - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

 

„გიგა ბოკერიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. გიგი უგულავა კი გიგა ბოკერიას გუნდის წევრია და რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ?! ამიტომ ეს საზოგადოებისთვს თვალის ასახვევად კეთდებოდა. მათ ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი დაადგებიან.

ჩემი აზრით, მათ ექნებათ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ვერანაირად ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ჩემი ვარაუდით, მათ სერიოზული პრობლემა ექნებათ ბარიერის გადალახვისაც კი” ,- აცხადებს ნიკა მელია.

 

წყარო: „რეზონანსი“

 

http://marshalpress.ge/archives/80989

http://marshalpress.ge/archives/80998
Post date: 2017-01-11 15:15:17
Post date GMT: 2017-01-11 11:15:17

Post modified date: 2017-01-11 15:15:17
Post modified date GMT: 2017-01-11 11:15:17

Export date: Mon Apr 24 3:32:13 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com