მარშალპრესი
http://marshalpress.ge/archives/81041
Export date: Mon Jul 24 0:43:23 2017 / +0000 GMT

სააკაშვილს აქვს ცუდი პერიოდი და ის ნელ-ნელა ქრება - ბიგვავა




 

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა “რეზონანსთან“ ინტერვიუში აფასებს:

 
“ის ნაწილი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უწოდებენ, ყველაზე კრეატიულ, განათლებულ და მოაზროვნე ჯგუფად მიიჩნევა და ამიტომაცაა, რომ მათ “ნაციონალური მოძრაობის” ელიტას ეძახდნენ. გასაკვირი არაა, რომ მათ იდეოლოგიურად მდგრად და ჩამოყალიბებულ ადამიანებად მოიაზრებენ. პრაქტიკულად, ეს ჯგუფი იყო პარტიის ლიდერთა ნაწილი.
თუკი ეს ადამიანები ცალკე გამოვლენ, რეალურად მათი მხარდამჭერები შესაძლოა შემცირდეს კიდეც, რადგან ისინი “ნაცმოძრაობასთან” ერთად წარმოადგენდნენ ელიტას. 500 ათას ამომრჩეველზე აპელირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათ მხარდამჭერებად სულაც არ მიიჩნევიან, არამედ მიიჩნევიან მიშა სააკაშვილის ამომრჩევლებად, როგორც პარტიის მამისა და ლიდერისა.
თავის დროზე დიდ ლიდერებს ყველა ასე უყურებდა და მათ შორის, შევარდნაძესაც და გამსახურდიასაც. ასეა მიშას შემთხვევაშიც და შესაბამისად, ეს ხალხი იმ ადამიანების მხარდამჭერები უფრო იქნებიან, რომლებიც 7 ათასიან ყრილობას აკეთებენ. მიუხედავად ამ შეფასებისა, დიდი შანსია, რომ ბოკერიას ინტელექტუალური ფრთის გარეშე, ეს ხალხი დაიბნეს კიდეც.
საერთოდ დიდ ელექტორატში ასეთ ინტელექტუალურ ელიტას ძალიან მცირე ადამიანთა რიცხვი უჭერს მხარს. საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილისნაირ ქარიზმატულ და აგრესიულ ლიდერს ირჩევს და ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. თუმცა, შესაძლოა ეს მუხტი გაქრეს კიდეც, ვინაიდან თავად სააკაშვილს აქვს ცუდი პერიოდი და ის ნელ-ნელა ქრება.
სიმართლე გითხრათ, ძალიან მებრალება სააკაშვილი, რადგან მას კარგი მომავალი არ უჩანს”, - აცხდებს ბიგვავა.

 

http://marshalpress.ge/archives/80998

 

http://marshalpress.ge/archives/81005
Post date: 2017-01-11 15:07:46
Post date GMT: 2017-01-11 11:07:46

Post modified date: 2017-01-11 15:07:46
Post modified date GMT: 2017-01-11 11:07:46

Export date: Mon Jul 24 0:43:23 2017 / +0000 GMT
This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export of Post and Page has been powered by [ Universal Post Manager ] plugin from www.ProfProjects.com