This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sat Jul 22 20:34:19 2017 / +0000 GMT

იმედი მაქვს, შსს ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს - გაბრიჭიძე




 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე პრემირ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება:

 

''პრემიერის განცხადებაზე ატეხილი ე.წ. პრადვინუტული ქილიკი არის ბოლომდე თითიდან გამოწოვილი იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ყველამ კარგად იცის თუ როგორ ჰყვაოდა იმ კლუბებში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია (ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს ვწერდით გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“, გვქონდა არაერთი გადაცემა რადიოთი და სხვა ბეჭდურ, თუ ელექტრონულ მედიაშიც ქვეყნდებოდა ჟურნალისტური გამოძიების მასალები). ქართველი მამაკაცების არდაშვების უმთავრესი მიზეზიც ზუსტად ეგ იყო და არა ის, რაზეც ეს აგრესიული და ფსევდო ლიბერალები აპელირებენ.

იმედი მაქვს, რომ შსს. ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს და არა მხოლოდ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით იმოქმედებს, გამოავლენს იმ „კრიშებს“, რომლებიც ამდენი ხანი მფარველობდნენ ამ ბუნაგებს'', - წერს გაბრიჭიძე.

 

http://marshalpress.ge/archives/80959

 

 


Post date: 2017-01-11 14:52:38
Post date GMT: 2017-01-11 10:52:38
Post modified date: 2017-01-11 14:52:38
Post modified date GMT: 2017-01-11 10:52:38

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com