This page was exported from მარშალპრესი [ http://marshalpress.ge ]
Export date: Sun May 28 10:30:03 2017 / +0000 GMT

არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე - ჯაში პრემიერის განცხადებაზე




 

პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში მზად არის, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობის პროცესში პირადად ჩაერთოს:

”არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა ადგილი ქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს. რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა, მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში”, - აცხადებს მარიამ ჯაში.

http://marshalpress.ge/archives/80959

 

 

 


Post date: 2017-01-11 14:40:22
Post date GMT: 2017-01-11 10:40:22
Post modified date: 2017-01-11 14:40:22
Post modified date GMT: 2017-01-11 10:40:22

Powered by [ Universal Post Manager ] plugin. MS Word saving format developed by gVectors Team www.gVectors.com