
”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანის სერგო რატიანის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია -”ნაციონალური მოძრაობა”, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია. მისი თქმით, პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება.
”გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება კიდეც. სწორედ ამ ფონზე გიგიმ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, – აღნიშნა სერგო რატიანმა.
ნიკა მელიას, სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ერთიანობის შენარჩუნების შანსი დღეს ნულის ტოლია… – რომან გოცირიძის განცხადება