
“არა თუ არ მიმიღია ეს სერიოზულ განცხადებად, შეიძლება ამაზე გავიღიმოთ და გავაგრძელოთ გზა” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით.
” ჩვენ ფაქტებზე ვაკეთებთ შესაბამის კომენტარებს და ფაქტებს ვარქმევთ სახელს. არა თუ არ მიმიღია ეს სერიოზულ განცხადებად, შეიძლება ამაზე გავიღიმოთ და გავაგრძელოთ გზა და შეიძლება, არ გავიღიმოთ და სერიოზული სახით გითხრათ, რომ არა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რაიმე ტიპის ერთობა, რადგან აქ არის ღირებულებათა და ფასეულობებათა აბსოლუტური სხვაობა”, –აცხადებს ბესელია.