
აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებზე შესაბამისი უსაფრთხოების ზომების არარსებობას აპროტესტებენ.
პარლამენტის მიმდებარე ტეროტირიაზე გამართულ აქციაზე, რომელსაც “აუდიტორია 115” მართავს პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობით კონფლიქტი სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ სავალი გზის გადაკეტვა სცადეს და პატრულის წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცეს. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.