
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რომ მათ საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა მათ შეძლონ “რუსთავი 2”-ის წართმევის საქმეზე, ქართულ სასამართლოებში დავის დაწყება.
ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები საკმარისია იმისთვის, რომ ვინმეს ბრალი წაუყენონ.
“ჩვენ მოგვენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტივობა გამოძიების მასალებში არ ჩანს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას წერილობით, მათ შორის მთავარ პროკურორს, თუ რატომ აღარ ხორციელდება არავითარი აქტიურობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენთვის ეს პასიურობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პრიკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს, ვისთან მიმართებაშიც გამოიკვეთა, რომ ის არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენს საქმეს გასდის ხანდაზმულობის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ ყოველგვარ სამართლებრივ ბერკეტს შემდგომის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებისთვის შიდა ინსტანციებში. გამოძიებისას შეგროვებული მასალებით პრაქტიკულად ნათლად ჩანს, თუ ვინ, რატომ, როდის, სად დაგეგმა, როგორ დაიგეგმა საერთოდ ეს სპეცოპერაცია სახელად “რუსთავი 2″-ის წართმევა“ და ა.შ. ეს მასალები, ჩემი აზრით, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ ვინმე ბრალი წაუყენოს”, – განაცხადა დვალმა.