
მღვდელი იონა ნინევიელი ნაჩუქარ ჯიპს ყიდის. როგორც იონა ნინივიელის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, მას ძველი ავტომობილი, რომელიც 19 წლის არის აბსოლუტურად აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს, ხოლო ნაჩუქარი ჯიპის თანხა კი მონასტრის მშენებლობას და გაჭირვებულების ფინანსურ დახმარებას მოხმარდება. სასულიერო პირის ამ გადაწყვეტილებას, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩემთვის დიდსულოვნებისა და გამბედაობის ნიმუშიც კია სამებაში მოღვაწე მამის – იონას გადაწყვეტილება, გაეყიდა ნაჩუქარი ძვირადღირებული მანქანა, 19 წლის დაბალფასიან მანქანაზე დამჯდარიყო და სხვაობით გაჭირვებულებს დახმარებოდა.
ნაწილმა სიკეთის აფიშირებად მონათლა და დაიწუნა.
ჯერ ერთი, მამა იონა თავს არ იწონებს და არ გვუბნება, ნახეთ, რა ვქენი. მეორეც, რომც იყოს აფიშირება, განა თქვენვე არ მოუწოდებთ ძვირადღირებულზე თქვან უარი? და მერე, რა, იყოს აფიშირება. განა სიკეთეს სწავლა და მაგალითები არ სჭირდება? და ვინ უნდა გვასწავლოს ეს და მაგალითი მოგვცეს, თუ არა ღვთისმსახურმა?
გულწრფელად ვუხდი მადლობას მამა იონას.
მისი ეს საქციელი სულაც არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი ამბავია”, – წერს გოგა ჩანადირი.
ქართველი მღვდელი იონა ნაჩუქარ ჯიპს საქველმოქმედო მიზნით გაყიდის (ვიდეო)