
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გამოაცხადა. რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?- “რეზონანსის” შეკითხვას ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა პასუხობს.
“მე ვფიქრობ, სამართლიანობა და მორალი აუცილებად ერთად უნდა იყოს განხილული და როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დავალებით კაცს კლავენ სასაფლაოზე, ტოვებენ შიშველს და მერე ამ 4 კაცს პრეზიდენტი იწყალებს, არც სამართლინია და არც მორალური. მომავალმა პრეზიდენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს არ ჩაიდინონ.
“იურისტი არ ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ვერაფრით წარმომიდგენია, რანირად შეიძლება შეიწყალო ის ხალხი, ვინც ბიჭს წამებით ამოხადა სული”, – აცხადებს დოდო ხურცილავა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის პასუხისგების აცილების მიზნით, სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულს – ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.