
“მზიურშ”ი ბომბი არ აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “მზიურში” ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში ცრუ შეტყობინება შევიდა. გამნაღმველებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
ცოტა ხნით ადრე, ახალი “მზიურის“ პროექტის ავტორი, ანნა გოგუაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მზიურის“ კაფეში შესვლის უფლება მხოლოდ მას მისცეს. მის ამ განმარტებას 1tv ავრცელებს.
“შენობაში ჯერ მარტო მე შემიშვეს. ცრუ შეტყობინებაა ტყუილი პანიკის ასატეხად“, – წერს ანნა გოგუაძე.
დღეს მზიურის ტერიტორიაზე, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებით, გამნაღმველების ჯგუფი მივიდა.